ანა ნაცვლიშვილი - ესაა ამ მთავრობის ინტელექტუალური და მორალური მაქსიმუმი: იყიდოს მოქალაქეების დუმილი და ფული ან ფულადი ამნისტია შეაჩეჩოს, ოღონდ ბრაზი და უკმაყოფილება დააცხროს

ღარიბაშვილის პირით დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილებები - ესაა ამ მთავრობის ინტელექტუალური და მორალური მაქსიმუმი: იყიდოს მოქალაქეების დუმილი და ფული ან ფულადი ამნისტია შეაჩეჩოს, ოღონდ ბრაზი და უკმაყოფილება დააცხროს. იმიტომ კი არა, რომ მოქალაქეების ნერვებს უფრთხილდება, არა - სკამის დაკარგვის ეშინია! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„შოვში გარდაცვლილების გამო ეშინიათ, გურიაში გარდაცვლილების და დაზარალებულების ეშინიათ, აქეთ სტუდენტების ბრაზის ეშინიათ, ჰოდა სხვა არაფერი იციან, ქვეყნის შენება არ შეუძლიათ და გადაწყვიტეს - გადაიხადონ.

ამ ყველაფრის მორალური მხარე კომენტარსაც ვერ უძლებს. პრაგმატულ მხარეს რაც შეეხება, მოქალაქეებს უთხრეს - არ შეგვიძლია უსაფრთხოების სისტემის აშენება, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, მართლმსაჯულების განხორციელება, არაფერი არ შეგვიძლია, მხოლოდ თანხას მოგაჩეჩებთ რომ გაჩუმდეთ.

სტუდენტებს უთხრეს - სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით, ეკონომიკას ვერ ვავითარებთ, ხარისხიან განათლებას ვერ უზრუნველვყოფთ, ახალგაზრდებზე გათვლილ საბინაო პოლიტიკას ვერ მოვაბით თავი, მაგრამ თქვენი ბრაზის გვეშინია და ამიტომ შევეცდებით გიყიდოთ, ოღონდ ძალიან იაფად, ამდენიც არ ღირხართ რომ მეტად გავისარჯოთო. ჩვენი შვილები არ გეგონოთ თავები, მუშა-გლეხების შვილები ხართ და თქვენი ადგილი იცოდეთო. ესაა ამათი მაქსიმუმი, მეტი უკეთესობა ამათგან არ გამოდნება“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო