გიორგი ვაშაძე - მეგობრებო, ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ თქვენთან ერთად აუცილებლად - გამარჯვებისთანავე, პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში

მეგობრებო, ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ თქვენთან ერთად აუცილებლად, ამის პირობას ვდებთ თქვენს წინაშე - გავიმარჯვოთ, წინ წავიყვანოთ ქვეყანა და ძალიან მაგრად მოვქოქოთ ყველაფერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მოსახლეობას „გამარჯვების პლატფორმის“ დაპირებები გააცნო. მისი თქმით, გამარჯვებისთანავე ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი გახდება.

„გამარჯვებისთანავე ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. ქუთაისი იქნება მთელი რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი, არა მხოლოდ მგზავრების, არამედ სატვირთო გადაზიდვებისთვის და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ, აუცილებლად. ქუთაისს ექნება სწრაფი მატარებელი, რითაც დაუკავშირდება თბილისს, ბათუმს და არა მხოლოდ, გავა რეგიონის მასშტაბით. ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი, რომ ახალგაზრდები აქ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ. ქუთაისს ექნება თანამედროვე დიდი საწარმოო ინდუსტრიული პარკი. იქ იქნება ქარხნები, საწარმოები და დასაქმდება ხალხი. ჩვენ განვახორციელებთ ძველი, ისტორიული ქუთაისის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს. დაბოლოს, იმერეთის ყველა ქალაქი შეიძენს თავის ფუნქციას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ქუთაისს ყველა საარსებო წყარო წაართვა და ერთ დროს დიდი ქალაქი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი.

„მხოლოდ ბოლო წლებში 10 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა ქუთაისი. ერთ დროს დიდი ქალაქი, ფაქტობრივად ფუნქციის გარეშეა დატოვებული. ხელისუფლებამ ქუთაისს ყველა საარსებო წყარო წაართვა. სად არის დღეს ხელისუფლება? სად არის ღარიბაშვილი? რამდენჯერ მოატყუეთ ქუთაისი? სად არის კალაძე, რომელიც 2016 წელს არჩევნების წინ დაპირებებს იძლეოდა, რომ აქ ელექტრომანქანების ქარხანა აშენდებოდა. სამწუხაროდ, ძროხები დადიან იმ ადგილზე, სადაც ელექტრომანქანების ქარხანას დაჰპირდა. სად არის აშენებული და განვითარებული ქუთაისი? ყველა დაპირება მხოლოდ ქაღალდზე დარჩა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო