თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი სწორედ ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დადო, იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტად სჯეროდა და სჯერა ერთიანი, ძლიერი, წარმატებული საქართველოს იდეის

2008 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისი გამოაცხადა როგორც მეორე დედაქალაქი, მან საპრეზიდენტო ფიცი სწორედ ქუთაისში, სწორედ ბაგრატის ტაძარში დადო, იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტად სჯეროდა და სჯერა დღესაც ერთიანი, ძლიერი, წარმატებული საქართველოს იდეის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქუთაისში, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ „პუტინის გეგმა, დაიმონოს საქართველო ივანიშვილის ხელით, წარუმატებელი იქნება“.

„მოგესალმებით გაუტეხელო, ერთგულო, მებრძოლო, პატრიოტო ადამიანებო. ძალიან მიყვარხართ. 2008 წელს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისი გამოაცხადა როგორც მეორე დედაქალაქი, მან საპრეზიდენტო ფიცი სწორედ ქუთაისში, სწორედ ბაგრატის ტაძარში დადო იმიტომ, რომ მას ყველაზე მეტად სჯეროდა და სჯერა დღესაც ერთიანი, ძლიერი, წარმატებული საქართველოს იდეის, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი არ არის ერთმანეთისგან გაყოფილი, სადაც წარმატების შანსი არ მოიპოვება რეგიონის ან რაიონის ან ქალაქის მიხედვით არამედ, სადაც წარმატების შანსი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. ეს იყო ის დიდი იდეა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ყველაზე დიდი აღმშენებლობა და ყველაზე დიდი წინსვლა ჩვენი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, მაგრამ დღეს ივანიშვილი გვართმევს მთავარს, დღეს ივანიშვილი გვართმევს რწმენას, ის ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საკუთარი თავის რწმენა, წაართვას აწმყოს შეცვლის რწმენა, რომ წაართვას ევროპული მომავლის რწმენა მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, როდესაც უკრაინელი ხალხის თავდადებამ, დიახ, გააჩინა ეს ისტორიული შანსი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ისე, როგორც არასდროს მჯერა, რომ გამარჯვება არის ახლოს, ისე როგორც არასდროს ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი. ისე, როგორც არასდროს მე მჯერა, რომ პუტინის გეგმა, დაიმონოს საქართველო ივანიშვილის ხელით, იქნება წარუმატებელი. ძალიან ბევრ იმპერიას ჰქონია იმის მცდელობა, რომ დაემონებინა საქართველო, მაგრამ ის ყოველთვის იყო წარუმატებელი იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აქვს უდრეკი სურვილი მოიპოვოს და შეინარჩუნოს თავისუფლება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ოდითგანვე ევროპული, ლამაზი ქუთაისი ქართველ ხალხთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, რომელიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის, ჩვენ ერთად დიდი სიამაყით ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის შესვლას ევროკავშირში და ჩვენი ქვეყნის გასვლას სამშვიდობოდ ერთხელ და სამუდამოდ. ძალიან მიყვარხართ. ვირწმუნოთ ჩვენი გამარჯვება იმიტომ, რომ ის არის ძალიან ახლოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო