იუდეველები როშ-ჰაშანას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს.

„16-17 სექტემბერს იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ -ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რომლის დროსაც ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას, ახალი წლის დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ”, - ნათქვამია მილოცვაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა