თამარ ბარკალაია - საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, მიმდინარე რეფორმები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დადებითად შეაფასა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბარკალაია და გერარდ ქვინმა ისაუბრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, რეფორმების პროცესში შშმ პირთა ჩართულობასა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის - ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით.განიხილეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი.

„საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ვისაუბრეთ შშმ პირთა ჩართულობაზე იმ პლატფორმებზე, რომლებიც სამინისტროში აქტიურად და წარმატებულად მოქმედებს. სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება. მიმდინარე რეფორმები გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

შეხვედრას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიცერი ბარბორა ზამრსკა, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამარ გოცაძე და საქართველოში შშმ პირების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო