ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა სოფელში ჩავლენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართავენ.

ხაბეიშვილის თქმით, კამპანია გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

„ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში კი არ უნდა გარბოდეს სამუშაოდ, არამედ საქართველოში იქმნებოდეს ეკონომიკა, დოვლათი, საქართველოს მოქალაქე იყოს საქართველოში, თავის ოჯახთან, ევროპული პენსია, ევროპული შემოსავალი, ევროპული უსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული კამპანია ,რაც გულისხმობს შემდეგს - ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ხალხის უზრუნველი ცხოვრება სწორედ შესაძლებელია ევროკავშირთან ერთად. დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, ესეც სიმბოლურია, შესაბამისად, აქ აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ძალიან ბევრ სოფელში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში