ჯაბა სამუშიამ  „თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ხუთ დღეს გაატარებს ანაკლიაში სტუდენტურ ბანაკში, რომელიც რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. პროექტი „თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს.

თსუ-ს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თსუ შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, მოუსმენენ საჯარო ლექციებს. პირველი საჯარო ლექცია თემაზე „სამხედრო ხელოვნება ძველ საქართველოში“ სტუდენტებს რექტორმა ჯაბა სამუშიამ წაუკითხა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ახალგაზრდებმა თან დაისვენონ და თან მიიღონ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მოუსმინონ ლექციებს, მიიღონ მონაწილეობა ვორკშოპებში, გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, ინტელექტუალურ თამაშებში“,- განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

„აქ ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვა ფაკულტეტის სტუდენტების გაცნობის, მათთან დაახლოების. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, ვარ კიდევ ბევრი საინტერესო ამბისა და აქტივობის მოლოდინში,- განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ჩხეიძემ.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ლერი ხარატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ არაფორმალურ გარემოში განიტვირთონ და ამავე დროს, მიიღონ ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც არის როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი ხასიათის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლის ნინო ოხანაშვილის თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო ხუთი დღის მანძილზე მასპინძლობს თსუ-ს ახალგაზრდულ ფორუმს, სადაც 200 სტუდენტი მიიღებს ინფორმაციას, გაიღრმავებს ცოდნას მოხალისეობის შესახებ და შეიძენს უნარებს, რომელიც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ სპორტულ ტურნირებსა და ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოებით 20 სექტემბერს დასრულდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში