“გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენლები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეხვედრებს გამართავენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” საერთაშორისო მდივნები ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე “გამარჯვების პლატფორმის” დელეგაციის სახელით ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევიან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერები შეხვედრებს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტსა და საგარეო უწყებებში გამართავენ.

„შეხვედრების მთავარი თემა, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი თანამშრომლობა იქნება”, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპოზიციონერების დელეგაცია, 18 სექტემბერს, 03:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება