დავით ბაქრაძე - დაიწყო პრემიერისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში. მომავალი კვირა დაეთმობა მაღალი დონის შეხვედრებს, გაიმართება გენერალური დებატები, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი, - ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს.

„ასევე, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება რეგიონში არსებული ვითარება, გამოწვევები, ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, ის პროგრესი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეფორმების განხორციელების, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები მიღწევის მიმართულებით”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო