კახა კალაძე - დასამალი არაფერი მაქვს, რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი ჩაედინოს - მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები

მე დასამალი არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს - მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მისსავე დეკლარაციაში, სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის თანხები პირად ხარჯებში არის ასახული.

"ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში, ასე რომ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, არ გამოგივათ. მე დასამალია არაფერი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს.

პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში და იცით, რომ მილიონობით თანხები არის გაფლანგული პირადი ვოიაჟებისთვის, რაც ძალიან მძიმე და ცუდია," - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა