გივი მიქანაძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენოს არეულობისთვის

რადიკალურ ოპოზიციას სურს, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენოს არეულობისთვის. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მიზნებს ღალატობს და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებს.

„სახელმწიფო უასაფრთხოების სამსახური მაღალპროფესინალურ დონეზე ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობებს. დღევანდელი ბრიფინგიც და გაჟღერებული ინფორმაციაც ამის დასტურია. საზოგადოება ხედავს 2020 წლიდან რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არიან საქართველოში, აქვთ ერთადერთი ზრახვა, როგორმე ხელისუფლება არაკანონიერი, არალეგიტიმური გზით დაიბრუნონ, რადგან ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ის მცირე ჯგუფიც, რაც თუნდაც წინა არჩევნებზე მხარს უჭერდა მათ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მხოლოდ ვიწროპარტიული მხარდაჭერა აქვთ რადიკალებს. შესაბამისად, მათი ხედვაა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენონ არეულობისთვის. ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია და გვითქვამს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ევროპულ დედაქალაქებს და ცდილობენ დაარწმუნონ პარტნიორები, რომ ეს იქნება მათი მხრიდან არასწორი ნაბიჯი. თუ „ქართული ოცნების“ პირობებში მიიღებს ქვეყანა სტატუსს, ისინი ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნების მოღალატეები და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედი პირები არიან,“- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისათვის, სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის