რამაზ საყვარელიძე - ადრეც კეთდებოდა განცხადება, რომ „ევრომაიდნის“ მსგავსი მზადდება, მაგრამ საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკოსების მსუბუქი ენის ბრალი იყო - სუს-ის განცხადება კი სერიოზული მოვლენაა და ალბათ, უნდა წარმოადგინოს საბუთები

მოულოდნელი არ არის შინაარსი, რომ „ევრომაიდნის“ მსგავსი მზადდება - თუ სუს-მა თავის თავზე აიღო მსგავსი ბრალდების საჯაროდ გაჟღერება, მან, ალბათ, საჯაროდვე უნდა წარმოადგინოს საბუთები,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ პრეზუმფციის დაცვა ყველამ უნდა შეძლოს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურმაც.

"საყურადღებოა, რომ ადრე პოლიტიკოსები აკეთებდნენ მსგავს განცხადებას, საზოგადოებას კი ჰქონდა რეაქცია, რომ ეს პოლიტიკოსების მსუბუქი ენის ბრალია, მათ პასუხისმგებლობას არ ამძიმებს, სუს-ის განცხადება კი უფრო სერიოზული მოვლენაა.

არ ვიცი, აქვს თუ არა ამ უწყებას მსგავსი ბრალდების საბუთები, იმიტომ, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ პრეზუმფციის დაცვა ყველამ უნდა შეძლოს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურმაც.

მოულოდნელი არ არის შინაარსი, რომ „ევრომაიდნის“ მსგავსი მზადდება, არც ზოგადი შემადგენლობა, რომ საქართველოშიც არიან ამით დაინტერესებული ძალები და ასევე საქართველოს გარეთ.

აქაც პრეზუმფციის საკითხი დგება, არ შეიძლება ხელის დადება ვინმეზე, გინდ ოპოზიციაზე და გინდ საგარეო ძალებზე, შეიძლება საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს, მსგავსი ბრალდების დამტკიცება მოითხოვონ.

თუ სუს-მა თავის თავზე აიღეო მსგავსი ბრალდების საჯაროდ გაჟღერება, მან, ალბათ, საჯაროდვე უნდა წარმოადგინოს საბუთები, თუ არადა საჯარო არ უნდა იყოს, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ვინც არის, იმ პირებს უნდა წარედგინოს ბრალდება, რომ ქვეყნის სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს ან სამართალდამცავ სტრუქტურებში უნდა შევიდეს საქმე, ან თუ გადაწყვიტეს საქმის საჯაროდ გაგრძელება, საჯაროდ უნდა წარადგინონ საბუთები“,- აღნიშნა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო