„თიბისის“ მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი BOOTCAMP-ი 28 სექტემბერს დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.

„ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, „თიბისი“, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც „თიბისის“ Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან. DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და „თიბისის“ რჩეულმა მონაწილეებმა „თიბისის“ Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს