გიორგი მელაძე - მე, როგორც „კანვას საქართველოს“ დირექტორი, არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ

სუს-ი ლაპარაკობს გადატრიალებებზე... რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია „კანვასს“ - „კანვას საქართველოს“ დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ, - ამის შესახებ „ილიაუნის“ ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სუს-ის განცხადების ერთადერთი მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

„პირადად ჩემ წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც „ექსტრემისტი“ მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად. რასაც სუს-ი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან.

მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!“, - წერს მელაძე.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

ამასთან, სუს-ის განცხადებაში დასახელებულია ორგანიზაცია „კანვასი“ და აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება”.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება