ჯაბა სამუშიამ თსუ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებელსა და 25 ათასზე მეტ სტუდენტს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

„მიხარია, რომ ყოველწლიურად სულ უფრო საინტერესო, განათლებული, თავდაჯერებული ახალგაზრდები მოდიან უნივერსიტეტში. სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელთაც აქვთ უნარი იმისა, რომ ისწავლონ, იკამათონ და განვითარდნენ. თითოეული უნივერსიტეტელი, პროფესურა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწოდებული ვართ, რომ ჩვენს სტუდენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სწავლა უფრო შინაარსიანი და სტუდენტობა უფრო საინტერესო გახადონ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს რექტორი და შვიდივე ფაკულტეტის დეკანები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ 6200-ზე მეტ პირველსემესტრელს შეხვდნენ. ფაკულტეტების დეკანებმა, ლექტორებმა სტუდენტებს სასწავლო პროგრამების, პროექტების, პრაქტიკის, საერთაშორისო პარტნიორების, გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„რექტორი ჯაბა სამუშია პირველსემესტრელებს უნივერსიტეტის ისტორიაზე, ფასეულობებზე, მისიაზე ესაუბრა. ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც უნივერსიტეტში უკვე განხორციელდა და იმათზეც, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები. საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.

ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: მოეწყო სასწავლო კორპუსების გარე სივრცეები, რამდენიმე სასწავლო კორპუსში განახლდა სააუდიტორიო ინვენტარი, სასწავლო კორპუსების დერეფნებსა და ჰოლებში მოეწყო სტუდენტური და საპროფესორო სივრცეები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი