პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ „ლელოს“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც პარლამენტს 2022 წლის იანვარში წარედგინა, ექვი თვით გადაავადა

პარლამენტის ბიურომ ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ „ლელოს“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში წარედგინა, ექვი თვით გადაავადა.

აღნიშნული საკითხის განხილვის ვადის ექვსი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის წევრების მისამართით განაცხადა, მათ მიერ შეთავაზებულ პროექტში ასახულია სწორედ ის, რის განხორციელებასაც ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოსგან ევროკავშირი ელის.

„წერილში, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიციატივის განხილვის გადადების მომართვას ახლავს თან, ვკითხულობთ, რომ ვადის 6 თვით გაგრძელებას კანონპროექტის სრულყოფილად განხილვის მიზნით ითხოვენ. ჩვენ, ინიციატორები, უაღრესად ბედნიერი და კმაყოფილი ვართ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ჩვენს მოსაზრებებს ასე გულისხმიერად ეკიდება - სათანადოდ მოსამზადებლად ერთი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა და კიდევ ექვს თვეს ითხოვს, მაგრამ საქმე ეხება თემას, რომელიც პირდაპირ და ცალსახად ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ძალიან პირდაპირ და კონკრეტულად მიგვანიშნეს, რომ ამ საკითხში ჩვენგან ელიან არა იმას, რაც პარლამენტმა უკვე მიიღო, არამედ იმას, რაც ჩვენი კანონპროექტით არის შემოთაზებული. საქმეს წაადგებოდა არა პროექტის განხილვის კიდევ ექვსი თვით გადადება, განხილვის დაწყება თუნდაც იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ ყველაფერი კი არ დავასრულეთ, სხვა მიმართულებითაც ვფიქრობთ.

ეს იქნებოდა უკეთესი ევროინტეგრაციისთვისაც, ქვეყნისთვისაც და პარლამენტისთვისაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო