აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტაქსი BENE EXCLUSIVE იქნება

7 ოქტომბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია BENE EXCLUSIVE-თან აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა.

მათი ინფორმაციით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.

„ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com

BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი