თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან

დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, აშშ-მა ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის დაასანქცირა.

„გახსოვთ, პუტინმა პირადად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა აღდგენილიყო საჰაერო მიმოსვლა და ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მაშინ მე, მათ შორის, პლენარულ სხდომაზე დავსვი მარტივი კითხვა - ვინ აწარმოებდა ქართველი ხალხის ზუგს უკან, მტერთან მალულად მოლაპარაკებებს და დღეს გვაქვს პასუხი (რუსი დეპუტატის კალაშინოკოვის განცხადება, რომ ამ საკითხზე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა რუსულ მხარესთან). ქართველი ხალხის ზურგს უკან, მტერთან, მალულად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ოთარ ფარცხალაძე და სწორედ ამიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა „რუს-ქართველ ოლიგარქად“ მოხსენიებული ფარცხალაძე, რომელმაც მათ შორის, პირადად შეკერა საქმეები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაასანქცირა აშშ-მა. ბიძინა დარწმუნებული ვარ, რომ ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის მასთან პირადად,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს