თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია დაიწყო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრონიან ცხოველებს, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, სტერილიზაცია-კასტრაციას უფასოდ ჩაუტარებს.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მეპატრონეებს, რომელთაც სურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ უნდა მიმართონ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე - 032 2 421 171.

„ცხოველის რეგისტრაციისთვის საჭიროა მისი იდენტიფიკაცია (ჩიპირება), რომლის საფასური თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს. ხოლო იდენტიფიკაციის შემდეგ, ხდება ცხოველის რეგისტრაცია კონკრეტულ მეპატრონეზე.

სააგენტოს შეთავაზების მიზანს რეგისტრაციისა და სტერილიზაციის წახალისება წარმოადგენს.

არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, სავალდებულოა შერეული ჯიშის (მეტისი) შინაური ცხოველის სტერილიზაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის