პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "გამარჯვების პლატფორმის" ორგანიზებით გარემოს დაცვის ექსპერტებთან შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "გამარჯვების პლატფორმის" ორგანიზებით გარემოს დაცვის ექსპერტებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად იყო შესაძლებელი ტრაგედიის პრევენცია და ჰქონდა თუ არა ადგილი თანამდებობის პირთა გულგრილობით გამოწვეულ დანაშაულს.

"ხელისუფლების მცდელობა, რომ ყურადღება გადავიტანოთ მნიშვნელოვანი თემებიდან, იქნება წარუმატებელი, ხალხს არ აღელვებს სუს-ის ყალბი სცენარები. მნიშვნელოვანია ის, თუ მაგალითად, რა მოხდა შოვში, იყო თუ არა შესაძლებელი პრევენციული მოქმედებების განხორციელება, იკვეთება თუ არა დანაშაულებრივი გულგრილობა მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. ამ ყველა კითხვაზე პასუხები რომ მივიღოთ, მნიშვნელოვანია გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია სფეროს ექსპერტების მხრიდან, ვინც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობენ, მოვიწვიეთ ქართველი და უცხოელი ექსპერტები და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და კიდევ უფრო მომზადებულები ვიქნებით ინტერპელაციისთვის, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.

ამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, მოვიწვიეთ, ასევე, უმრავლესობა და ძალიან მაინტერესებს რამდენად დაინტერესდება უმრავლესობა ამ საკითხებით, თუ მხოლოდ სუს-ის ბოდვის ტირაჟირებით იქნება დღეს "რუსული ოცნება" დაკავებული", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, სხდომას ესწრებიან ქართველი ექსპერტები და ონლაინ მოისმენენ უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსაც.

"რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების სისტემა, კარგად ემუშავა ხელისუფლებას, გამოყენებული ყოფილიყო ვერტმფრენი, ტრაგედია დიდი ალბათობით იქნებოდა აცილებული. დარღვეულია სამოქალაქო უსაფრთხოების კანონის ყველა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს იმას, თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო