პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების

ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებელმა ცენტრის სამომავლო გეგმებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ცენტრს ხუთი ძირითადი პროგრამა აქვს, ესენია: განათლების რეფორმის მხარდაჭერა, განათლების ხელმისაწვდომობა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის რეგულირება.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული პროგრამებისთვის ცენტრს კონკრეტული ამოცანები აქვს შემუშავებული. მათ შორის, მნიშვნელოვან ამოცანებს წარმოადგენს სკოლებში STEM ლაბორატორიების გამოყენების მეთოდური მხარდაჭერა,

მასწავლებლების ტრენინგები და მათი პროფესიის პოპულარიზაცია, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა, ქართული დიასპორისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების სპეციალისტების მომზადება.

კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ცენტრი ძალიან დიდ როლს თამაშობს მასწავლებლებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებისა და რესურსების მიწოდების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ჩვენ ადგილზე გავეცნოთ იმ საქმიანობას, რასაც თქვენ ეწევით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს