პაატა მანჯგალაძე - ჯაშუშის გადასარჩენად მზად არიან, დადგან მრავალსერიანი „საპნის ოპერა“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სუს-ის განცხადება საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებასთან დაკავშირებით „საპნის ოპერაა“ „ჯაშუშის გადასარჩენად“.

მანჯგალაძის თქმით, ამის არავის სჯერა და ყველა „ჯაშუში პასუხს აგებს“.

„ხელისუფლების მხრიდან მცდელობები დაიცვან ჯაშუშად გამოცხადებული ფარცხალაძე, მიუთითებს დეგრადაციისა და გახრწნის იმ ხარისხზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ხელისუფლების სტრუქტურები როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად.

მიუთითებს დეგრადაციაზე, რომ დადასტურებული კორუფცია და ღალატი, არც მალავენ, უკვე ითვლება ქოცურ ღირსებად და უფრო მეტიც, ჯაშუშის გადასარჩენად მზად არიან დადგან მრავალსერიანი საპნის ოპერა სუს-ის მონაწილეობით, რომელიც ისედაც ყოველი წლის ოქტომბერში არეულობას აანონსებს, რაც ღიმილის მომგვრელია და არავის სჯერა.

„ქოცისთვის“ ღირსება და მაგარი კაცობაა ის, რომ ფარცხალაძემ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩვენი მტრის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად.

ხელისუფლებას უნდა დაგვაჯეროს, რომ რუსეთში კრემლთან კავშირის გარეშე შესაძლებელია ფარცხალაძემ ივაჭროს უძრავი ქონებით, უცხოური ვალუტით, სამედიცინო ინვენტარით, ნავთობპროდუქტებით, აწარმოოს მშენებლობები მოსკოვთან ახლოს ისეთ უბნებში, რომლებიც ასეული მილიონი დოლარი ჯდება, გადაადგილდებოდეს ჯავშნიანი ძვირფასი მანქანებით.

უნდათ დაგვაჯერონ, თითქოს არ არსებობს ამერიკის მიერ მასთან ერთად დასანქცირებული მაღალი რანგის ეფესბეს ოფიცერი ონიშენკო, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს კურირებს;

უნდათ დაგვაჯერონ შემთხვევითია, რომ ფარცხალაძის შვილი აფუძნებს პრორუსულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა;

თითქოს შემთხვევითია ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების მიერ რუსულ-ქართული ეკონომიკური და მეგობრობის ფორუმების ორგანიზება.

და უფრო მეტიც, უნათ დაგვაჯერონ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს უნდათ საქართველოში არეულობა და ფარცხალაძე, რუსები და „ეფესბეს“ ქოცი აგენტები იბრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის.

ამ სიგიჟეს არავინ დაიჯერებს, ქვეყანაში ასე არ ბნელა. ყველა ჯაშუში პასუხს აგებს.

საქართველო გაიმარჯვებს! “, - აცხადებს მანჯგალაძე.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს