დავით სიხარულიძე - სუს-ის განცხადების შინაარსის შეფასებას აზრი არ აქვს, რადგან ეს უკვე ნანახი გვაქვს - გახსოვთ „საბურავების რევოლუცია“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სიხარულიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი განცხადება ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს.

„ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს არ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას, ხელს უწყობს ადამიანებს შორის დაპირისპირების გაჩენას და შინაარსისგან დაცლილია“,-განაცხადა სიხარულიძემ.

მისი განმარტებით, ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები იწყება მაშინ, როდესაც მთავრობა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„არ მგონია, რომ სუს-ის განცხადება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთოდ შეესაბამება. ნებისმიერი სახელმწიფო უწყება მთლიანად მიტაცებულია და სახელმწიფო უწყებები გადასული არიან მმართველი პარტიის პარტიული ინტერესების სამსახურში. თავისთავად შინაარსის შეფასებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. თუ გახსოვთ „საბურავების რევოლუცია“ დააანონსეს ერთხელ, მერე არჩევნების წინ ყოველთვის პოლიტიზებული ან პარტიული ინტერესებით ნაკარნახები სისხლის სამართლის საქმე არის გახსნილი“,-განაცხადა სიხარულიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის