ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე - განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა.

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება”,- აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნეს, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართა.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს