ირაკლი ღარიბაშვილი - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, სადაც განვიხილეთ თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთა ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს