კომპანია „რუსთავის წყალი“ განცხადებას ავრცელებს

20 სექტემბერს კომპანია „რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე 35 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებულ ქსელს ახლით შეცვლის. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ასევე ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

„რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ახვლედიანის, გაგარინის, ბალანჩივაძის, ჭავჭავაძის, წულუკიძის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ტურგენევის, გუდიაშვილის, მარის არხის, დავით გარეჯის, კონსტიტუციის, ბარათაშვილის 9 მაისის, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, მაიაკოვსკის, არაყიშვილის, გრძელიძის, სარაჯიშვილის, ნ.ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ბათუმის, ასლანიკაშვილის, რუსთაველის და ლეონიძის ქუჩების ნაწილს, მე-2, მე-4, მე-6; მე-11, მე-12; მე-16-19 მიკრორაიონებს, ჭყონდიდელის დასახლებას.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს