ff.k Public Relations-ის კონსულტანტი სვენია გუნტერი - „ღვინის ტურები არის კარგი შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურების ფარგლებში, სტუმრები კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„ასეთი ტურები, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს ინფორმაცია ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ჟურნალისტები მომხმარებლებისთვის ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სტატიას დაწერენ, ინფლუენსერები ბლოგებსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მათ გამომწერებად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჰყავთ. ჯგუფის წევრები ჟურნალისტებიც არიან, რომლებიც ზოგჯერ ისეთი მედია საშუალებისთვის წერენ, რომელსაც, შესაძლოა, შედარებით ასაკოვანი მომხმარებელი კითხულობს და, მეორე მხრივ, ინფლუენსერები, რომლებიც უფრო ახალგაზრდებისთვის აკეთებენ ამას“, - აღნიშნა “ff.k Public Relations”-ის კონსულტანტმა, სვენია გუნტერმა.

„გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიური ღონისძიებებით გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო