„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა, სკოლების ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

„გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა, სკოლების ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ადგილზე საპროტესტო პლაკატები და აგურები მიიტანეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, აგურები ათასობით აუშენებელი სკოლის სიმბოლოა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საყრდენი გამოაცალა განათლების სისტემას, სკოლების დირექტორები მათთვის მხოლოდ საარჩევნო რესურსია.

„ქართული ოცნების“ პირობებში, განათლება კრიზისშია. ეს კრიზისი ეხება, როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურას, ისე სწავლის ხარისხს, რაც მთავარია სკოლის დემოკრატიულად მართვის პრინციპების ჩამოშლას. დღეს ეს აგურები მოვუტანეთ განათლების მინისტრს ორი მთავარი საკითხის შესახსენებლად, პირველი: დღეს ბავშვები სკოლის შენობების გარეშე გვყავს და მეორე - სკოლები დირექტორების გარეშე. „ქართულმა ოცნებამ“ საყრდენი გამოაცალა განათლების სისტემას, დირექტორები მათთვის მხოლოდ საარჩევნო რესურსია“,- აღნიშნა ნანა ტოხვაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში