მუხრანის საინიციატივო ჯგუფმა მდინარე ქსანზე ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი კომპანიების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო

16 სექტემბერს მუხრანის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მდ. ქსანზე მოპოვებული ქვიშა-ხრეშით დატვირთული სატვირთო მანქანების გადაადგილების გასაპროტესტებლად, საცხოვრებელ სახლებზე პლაკატები გამოაკრეს. მუხრანელების ერთადერთი მოთხოვნაა შეწყდეს სატვირთოების გადაადგილება სოფლის ცენტრალურ გზაზე.

მდინარე ქსნის ტერიტორიაზე, სოფელ მუხრანის გავლით, საშენ მასალას რამდენიმე კომპანია (ე.წ. კარიერი) აწარმოებს. მოპოვებული ნედლეულის გადასაადგილებლად მძღოლები სოფლის მოასფალტებულ ცენტრალურ გზას იყენებენ, ნაცვლად სპეციალურად მათთვის გამოყოფილი გრუნტის გზისა, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას.

მუხრანის საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის გვანცა კაკაურიძის განმარტებით, პრობლემაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც სოფელმა ერთიანად დააფიქსირა უკმაყოფილება სატვირთო მანქანების მაღალი სიჩქარით გადაადგილების გამო.

„მუხრანში გზა ძალიან ვიწროა, რის გამოც ხშირად ფეხით მოსიარულეები იძულებული ვხდებით ღობეებს ავეკრათ და ისე გავატაროთ დატვირთული მანქანები. მეტიც, ეს სატვირთო მანქანები სკოლის წინაც მოძრაობენ, რაც მოსწავლეებისთვისაც ძალიან საშიშია. იყო შემთხვევა, როცა სატვირთო მანქანამ მსუბუქ მანქანას გვერდი ვერ აუქცია და თხრილში გადავარდა“, - ამბობს გვანცა და აქვე დასძენს, რომ მოსახლეობის აზრით, სატვირთო მანქანების გადაადგილება არა მხოლოდ ფიზიკურ საფრთხეს ქმნის, არამედ აზიანებს სახლებს და აფუჭებს ასფალტს.

საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის მოგვარების მიზნით, ერთი წლის წინ საქართველოს გზების დეპარტამენტს მიმართა და აუწყა საკითხის შესახებ. მალევე, გზების დეპარტამენტიდან სოფელმა მიიღო წერილობითი დასტური, რომ მუხრანის ცენტრალურ გზაზე სატვირთო მანქანების გადაადგილების ამკრძალავი საგზაო ნიშანი დაიდგმებოდა. საგზაო დეპარტამენტის წერილი რეაგირებისთვის (ამკრძალავი ნიშნის დასადგმელად) გადაიგზავნა ქალაქ მცხეთის პოლიციის სამმართველოში, რომლისგანაც ქმედით ნაბიჯებს სოფელი ჯერაც ელის.

„თითქმის წელია გასული მას მერე, რაც პოლიციის სამმართველოს მივმართეთ საგზაო დეპარტამენტის წერილით და მოვითხოვეთ ამკრძალავი ნიშნის დადგმა. მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, სამწუხაროდ საგზაო ნიშანი დღესაც არ დგას“, - განმარტავს კაკაურიძე.

პრობლემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გასამახვილებლად, საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა მუხრანელების საცხოვრებელ სახლებზე გამოაკრას სატვირთო მანქანების გადაადგილების ამკრძალავი პლაკატები და მოუწოდოს მძღოლებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება შედეგს არ გამოიღებს, საინიციატივო ჯგუფი მცხეთის პოლიციის სამმართველოსთან პერფორმანსის მოწყობასაც გეგმავს.

სტატია მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: აქტივისტი: გვანცა კაკაურიძე

ტელ: +995 598 480 858; ელ.ფოსტა: gvantsakakauridze@gmail.com;

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი