თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა - ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პრორუსულ საქმეს აკეთებენ

„რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა - ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პრორუსულ საქმეს აკეთებენ,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ამასთან, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სასაცილოა მათი განცხადებები ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზების შესახებ მტკიცებულებების არარსებობის თაობაზეც.

„რუსული ოცნება“ ღიად მოუწოდებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, რომ დაარღვიოს საერთაშორისო სანქციების პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ატარებს, რაც გასაკვირი არ არის, როცა პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციების პოლიტიკას არაეფექტიანად აცხადებდა და ღიად ამბობდა, რომ საქართველო არ იქნება ამ პოლიტიკის ნაწილი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ანტიდასავლური და ღიად პრორუსულ საქმეს აკეთებს.

აბსურდულია და ღიმილისმომგვრელი, რომ როცა აშშ ყველა უწყებასთან კოორდინაციით იღებს გადაწყვეტილებას დაასანქციროს ესა თუ ის ადამიანი, მტკიცებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს „რუსულმა ოცნებამ“, სადაც საგამოძიებო უწყებები არ არსებობს და სადაც ყველა უწყება პოლიტიზებულია და დაქვემდებარებულია პარტიულ ვერტიკალს ივანიშვილის ხელში. ღიმილისმგვრელი და სასაცილო იქნებოდა ეს მოთხოვნა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ არა ის გარემოება, რომ ივანიშვილი პუტინის დავალებით, ოთარ ფარცხალაძის და სხვა მსგავსი კრიმინალების ხელით ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ყველაზე მძიმე და სწორედ ამის გამო ხდება მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა