საქართველო, შესაძლოა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა გახდეს

საქართველო, შესაძლოა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა გახდეს.

როგორც მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ. დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და ადგილზე დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც შესაძლებელია თუ არა ჩატარდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტური.

„ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით. საქართველომ კურორტ თეთნულდზე, უკვე ორჯერ უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს, მასში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება. საქართველო შესაძლოა გახდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაშია.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში სექტემბრის ბოლოს, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ სტუმართმოყვარე მასპინძელ გუნდთან, რათა ჩავატაროთ მთის ინსპექტირება და შევაფასოთ მისი პოტენციალი მოსალოდნელი ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრების წინ. საქართველო გვთავაზობს ფანტასტიკურ მთებს, ძალიან კარგი თოვლით. და ახლა, ჩვენ აღმოვაჩინეთ არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა. ვიმედოვნებთ, შევძლებთ გამოვაცხადოთ, რომ საქართველო შეუერთდება ფრირაიდის მსოფლიო ტურის დიდ ოჯახს, ამ ექსკლუზიურ კლუბს“,- განაცხადა ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის თქმით, ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მლნ მაყურებელს ფარავს.

„აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესი იქნება ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო მსოფლიო რუკაზე შესაძლოა კიდევ ერთხელ მოინიშნოს ახალი მიმართულებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა