თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროექტირების ეტაპი დასრულდა და უკვე გამოცხადდა შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, ასევე განთავსდება სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

ახალი საცხოვრებლის ტერიტორია თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადეთ ტენდერი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ დაასრულა პროექტირების ყველა ეტაპი და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი, როგორც შენობის გამაგრებაზე, ასევე ცალკეული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეემატება ახალი სტუდენტური საცხოვრებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება