კახა კალაძე - პრემიერის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი და მის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს მომავლისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა, ყველა მსგავსი პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროგრესზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. შესაბამისად, მისი ვიზიტი და ის მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს