შალვა კერესელიძე - სტიქიის პრევენციის და რისკების შემცირების მიზნით, მდინარეების და ხევების კალაპოტების გაწმენდა, პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრის შალვა კერესელიძის განცხადებით, სტიქიის პრევენციის და რისკების შემცირების მიზნით, მდინარეების და ხევების კალაპოტების გაწმენდა პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს.

ამის შესახებ კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, კანონის დონეზე უნდა შეიმუშაონ მიდგომა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის მერიებს შესაძლებლობა მიეცემათ მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიით, მცირე ხევების და კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოების ჩაატარონ და ამოღებული ინერტული მასალები, სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას - 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ყველა შესაბამისმა უწყებებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ინფრასტრუქტურული პროექტების ფორმირების დროს პრიორიტეტად გაითვალისწინონ მდინარეების და ხევების კალაპოტების, ნაპირსამაგრების, გაბიონების და სანიაღვრე არხების მოწყობისა და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო