დავით კირკიტაძე - 360 ათას ასაკით პენსიონერს და სოციალური პენსიის მიმღებს კრედიტი აქვს

ეროვნული ბანკისთვის გადაგზავნილი ანგარიშის თანახმად, 360 ათას ასაკით პენსიონერს და სოციალური პენსიის მიმღებს აქვს კრედიტი, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააჟღერა.

მისი თქმით, მხოლოდ ამ წლის მეორე კვარტალში 18 მილიონით არის საპენსიო პორტფელი გაზრდილი. ამასთან, კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ქართველი პენსიონერების საინიციატივო ჯგუფი კვირის ბოლოს აწყობს დიდ ფორუმს, სადაც საკუთარ მოთხოვნებს გააჟღერებს, რომელთა შორის საპენსიო ასაკის დაწევაა.

„მიუხედავად იმისა, რომ არნახულად დიდია საპენსიო კრედიტის პროცენტი, ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ და მიმართავენ „ლიბერთი ბანკს“ სესხისთვის, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად უნისონში, ძარცვავს და უკანასკნელ თეთრებს ართმევს ჩვენს პენსიონერებს.

ჩვენ მოგვმართა ქართველი პენსიონერების საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ამ კვირის ბოლოს აწყობს დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები. ეს არის ის, რომ არ უნდა ჰქონდეს ამხელა პროცენტი სესხზე პენსიონერს და ეს არის 30%. იმის გამო, რომ მიმდინარეობს განუზომლად დიდი პროცენტის გადახდა, პენსიონერების დაკანონებული ძარცვა, უნდა მოახერხოს ქართულმა სახელმწიფომ, რომ ეს პორტფელი გამოისყიდოს და ქართველ პენსიონერს აღარ ჰქონდეს საპენსიო დავალიანება, შემდეგ უნდა მოხდეს პენსიონერის დაზღვევა, რომ ბანკს აღარ დავუტოვოთ ინსინუაცია და სასაუბრო თემა, რომ მაღალი რისკ ჯგუფია პენსიონერები და ამიტომ უნდა იხადონ მათ ამხელა პროცენტი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მეორე ინიციატივა - ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 72 წელი, კატასტროფულად შემცირებულია, როდესაც ევროპულ ქვეყნებში, სამხრეთის ქვეყნებში, ეს არის 82-83 წელი. კრიტიკულად მცირეა მამაკაცებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეს არის 67 წელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დაიწიოს საპენსიო ასაკმა, მამაკაცებში ეს იყოს 60 წელი, და შესაბამისად, შემცირდეს ქალბატონებისთვის“, - განაცხადა კირკიტაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა