კახა კალაძე - აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს

აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ის არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას აქციები მოჰყვეს. კახა კალაძის თქმით, აქცია, როგორც პროტესტის ფორმა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

„აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს. ეს ხომ გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო რამეზე, მაგრამ, როდესაც შენ ეს პროტესტი გადაგყავს პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში, ადამიანების ცოცხლად დაწვაში და შემდეგ, მომდევნო დღეების განმავლობაში ამართლებ ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი დანაშაული. ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რისი მკადრებლები არიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

„საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა ყველანაირი კრიტერიუმით, თუმცა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება. შემდეგ თვითონვე ამბობდნენ, გახსოვთ მათი განცხადებები, რომ არ იყო სწორი, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მიანიჭეს. ეს გადაწყვეტილება გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ ეს საკითხი გამოეყენებინათ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იმ აქტორებს, ვინც აორგანიზებს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო