ალეკო ელისაშვილი - თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, მეც ქუჩაში გავალ და ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ - გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც - ცუდ სიზმარში მგონია თავი: საქართველოს ხელისუფლება არის რუსული „ეფესბეს“ დანამატი

თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც - წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, სუს-ის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მან თქვა, ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა.

„ეს არის ბოდვა და უკვე ასეთი ბოდვის არავის ეშინია. წელიწადში სამჯერ რომ გვეუბნები გადატრიალებაზე და მეტი სალაპარაკო არ გაქვს... თან რა ფონზე გვეუბნებიან ამას, ეს ხომ ბეჩავი გადაფარვის მცდელობაა იმის, რაც გავიგეთ და რაც იყო შემზარავი ამბავი. მგონია, რომ ცუდი სიზმარი ვნახე. ირკვევა, რომ რუსეთის აგენტურას ისეთი ფესვები აქვს გადგმული, რომ ეს ვიღაც ტუტუცი ფარცხალაძე, რომელსაც სახეზე აწერია რა ტუტუციცაა, დაგვისვეს მთავარ პროკურორად. ეს როგორი კატასტროფაა იცით? - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ ვართ და ჩვენ ვართ რუსეთის დანამატი. ასე რომ გააკეთებს „ეფესბე“ [ბრძანებას რომ მისცემს ხელისუფლებას], ჩვენც „ჩესტს“ ვუღებთ. ეს ნიშნავს, რომ არც დაზვერვა გვყავს, არც კონტრდაზვერვა... რა სუს-ის განცხადება, არ რცხვენიათ, რაღაცას რომ წერენ? სუს-ში რომ ვმუშაობდე, თავს მოვიკლავდი სირცხვილისგან. თავდაცვის კომიტეტში რომ მოდიოდნენ, სულ ვეკითხებოდი, თუ იცით რუსები რას აკეთებენ ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურებში-მეთქი? თუ იცით როგორ ჟონავს ინფორმაცია? თუ იცით, რა გავლენის ხალხი ჰყავთ დანიშნული? რას აკონტროლებენ, რა კონტრდაზვერვა, რის კონტრდაზვერვა, მორღვეული ღობე ვართ. რაღაცა ერთი-ორ ქარაქუცა ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. ორი ტვინარეული ერთმანეთს რაღაც სისულელეებს ელაპარაკება. არც იმას გამოვრიცხავ ვიღაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტვინარეული იყოს. მანდ ხომ სულ ვერ შემდგარ და ვერ განხორციელებულ რევოლუციაზე საუბრობენ. არც იმას მალავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ უნდათ რევოლუცია, წვალობენ და თავის მომხრეებსაც აწვალებენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

„ხელისუფლებიდან ესენი უნდა წავიდნენ. არ ვიცი, ვინ რა გეგმას სახავს, მეც იმ გეგმის მონაწილე ვიქნები. არჩევნების გზით უნდა წავიდნენ აუცილებლად და წავლენ, მაგრამ ესენი ისეთ რამეს აკეთებენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეიძლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყონ თავი და შეიძლება თავისივე დაგებული სისულელის გამო მოუწიოთ ხელისუფლებიდან დროზე ადრე წასვლა. არც ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. ნუ გვაშინებენ ამ გადატრიალებით. გადასატრიალებლებიც არიან და ყველაფერიც არიან. ცუდ სიზმარში მგონია თავი - საქართველოს ხელისუფლება არის რუსული „ეფესბეს“ დანამატი.

180 რუს მამაძაღლს შორის მოვახერხეთ და ჩავსვით ჩვენი მამაძაღლი. მურუსიძის სანქცია არაფერი არაა, ია და ვარდია. [ფარცხალაძე] მთავარი კაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და ჩვენ საქართველო მგონი ფორმალურად გვქვია - „ეფესბეს“ გაგრძელებაა. რუსებმა ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ ეს კაცი არის ის კაცი, რომელიც ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში გვეხმარებოდაო. გაგრძელება უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. მურუსიძით გააფრთხილეს, ესენი არ გაჩერდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ თუ ასე გააგრძელა, მაშინ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ ყველა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი დავიცვათ. ჩათვალონ, რომ მეც ამ სქემის მონაწილე ვარ. თუ ამათ „ევრომაიდნამდე“ მიიყვანეს საქმე, ნებისმიერი სახით ვიბრძოლებ მეც. ქუჩაში გამოვალ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლება დავიცვა. ამათ თუ ასე წაგვიყვანეს, ღიად, დაუფარავად და უტიფრად რუსეთისკენ და ვიღაც „ეფესბეშნიკი” მამაძაღლები, ფარცხალაძისნაირები დაგვასვეს თავზე და კიდევ გაირკვევა, რომ ვიღაც-ვიღაცები, რუსეთის ყურმოჭრილი ყრმები და მონები, აუცილებლად უნდა გავიდეთ ყველა ქუჩაში. „ევრომაიდანს“ ისე წარმოაჩენენ, თითქოს, უკრაინისთვის ცუდი მოხდა. უკრაინისთვის მოხდა ძალიან კარგი, თავისუფლება დაიცვეს. ფარცხალაძეზე, მოღალატეზე, მამაძაღლზე ამბობენ, რომ ღირსეული კაციაო. ესენი როგორ უნდა გაგრძელდნენ. ასე თუ ამათ გააგრძელეს, თვითონ ვერ მივლენ არჩევნებამდე. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცის ყრმები უნდა ვიყოთ, გინდა ამერიკელი და ვინც გინდა იყოს, ის ხალხი ჩვენთვის სასარგებლოდ გვეუბნება, რომ ეგ კაცი ოკუპანტი ქვეყნის აგენტიაო და მისი კურატორიც დაგვისახელეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძიმე შემოდგომა გველის წინ, კიდევ ბევრ აგენტზე ილაპარაკებენ.

იმერეთში თვის ზომა-წონას რომ ვერ ხვდება, ასეთ ხალხს ეძახიან „ჭიპლიკიას“. „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა „ჭიპლიკიობდეს“, შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვის „ეჭიპლიკიავები“, ვის წინააღმდეგ მიდიხარ? იმათ რომ ეროვნულ ბანკს სანქციები დაუწესონ, საერთოდ გაჩერდება ეს ქვეყანა. „ჭიპლიკიობენ“, როგორც ჩანს, ზომა- წონას ვერ ხვდებიან. როგორც ჩანს, ისეთ სარკეში იყურებიან, „მუშტაიდში“ „სიცილის ოთახში“ რომ იყო. ერთი სარკე აქვთ, დაბრეცილი, სადაც რომ იყურებიან თავი კინგ-კონგები, არლონდ შვარცნეგერები ჰგონიათ. ერთი ნორმალურ სარკეში ჩაიხედონ, რას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ გასაშვებია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ არის მოსაშვები. ქართველ ხალხს აქვს ალტერნატივა - პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია. ეს მოხდება და ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“!- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი