დავით ხაჯიშვილი - არც მერაბიშვილს და ჩვენი პარტიის არც სხვა გულშემატკივარს არ სურს, რომ ქვეყანაში არეულობა და გადატრიალება იყოს

რა თქმა უნდა, არც მერაბიშვილს, ჩვენი პარტიის არც სხვა გულშემატკივარს არ სურს, რომ ქვეყანაში არეულობა და გადატრიალება იყოს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ გადაფარონ ფარცხალაძის თემა, ღარიბაშვილის ვოიაჟები ბორტით და სხვა პრობლემური საკითხები, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის განცხადება სიცილის მომგვრელია.

„სამწუხაროდ, მსგავსი განცხადება არაერთხელ ვიხილეთ. ყოველ წელს მსგავს განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე ბოდვაა, არავის გადატრიალება და არც გადმოტრიალება ქვეყანაში არ სურს. მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს მშვიდობით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ამ ყველა შეფასებას და ბოდვას, რა თქმა უნდა, მხოლოდ უნდა დავცინოთ, რადგან სიცილის მომგვრელია ეს ყველაფერი.

მე მწუხარების მეტი არაფერი შემიძლია ასეთ შეფასებაზე. რა თქმა უნდა, არც მერაბიშვილს, არც სხვა გულშემატკივარს ჩვენი პარტიისას, არ სურს რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და გადატრიალება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ არ არის სერიოზული და მოგონილი არის იმისთვის, რომ გადაფარონ ფარცხალაძის თემა, ღარიბაშვილის ვოიაჟები ბორტით და სხვა პრობლემური საკითხები რაც ქვეყანაში გვაქვს, იგივე შოვის ტრაგედია, ის დანაშაული, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა ამ ტრაგედიის დროს და ამ ყველაფრის გადასაფარად მოგონილია ეს საკითხი“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი“.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო