გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ - როცა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს დანიშნავ გენპროკურორად, როცა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს იცავ საქვეყნოდ და როცა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს აყენებ საქართველოს ინტერესებზე მაღლა, ეს არის რუსული ინტერესების მსახურება

რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს დანიშნავ გენერალურ პროკურორად; როცა მისი სანქცირების შემდგომ, რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს იცავ საქვეყნოდ; როდესაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა რუსეთის ჯაშუშ, ფარცხალაძეს აყენებ, ეს არის რუსული ინტერესების გატარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით ისტორიული შესაძლებლობა და შანსი აქვს.

„მართლაც ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა და გაგვეხსნა შესაძლებლობა და შანსი, რომ არამხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამაზე საუბრობს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. კონკრეტული ვადაც კი არის ნათქვამი, ყველაზე გვიან 2030 წელს საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი. ამაზე საუბრობს ჟოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული. ამაზე ევროპარლამენტში მიმართვის დროს საუბრობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩვენ ხომ ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა. ევროკავშირი ნიშნავს ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებს, ძლიერ საქართველოს, მშვიდობიან საქართველოს ნატო-სთან ერთად. ევროკავშირი ნიშნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. წარმოიდგინეთ, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც არის სიკვდილისა და განადგურების სიმბოლო, ჯიბეში შეუძლიათ ჰქონდეთ ქართულ-ევროპული პასპორტი. ამის შანსი ხომ არასდროს ჰქონია საქართველოს? ძლიერი სოფელი, ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები, დაცული კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირთან ერთად, დაცული ქართული ტრადიციები ევროკავშირთან ერთად და ამ დროს „ქართული ოცნება“ რას აკეთებს? ევროინტეგრაციის პროცესში პირდაპირ საბოტაჟში არის შესული. რატომ? იმიტომ, რომ ისინი, სამწუხაროდ, რუსულ ინტერესებს ატარებენ. დიახ, რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს დანიშნავ გენერალურ პროკურორად; როცა მისი სანქცირების შემდგომ, რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს იცავ საქვეყნოდ; როდესაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა რუსეთის ჯაშუშ, ფარცხალაძეს აყენებ, ეს არის რუსული ინტერესების გატარება. როდესაც ამბობ, რომ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშები შეზღუდული არ უნდა ყოფილიყო, ეს არის რუსული ინტერესების გატარება, იმიტომ, რომ იცი, მას რომ არ შეუზღუდოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ტრანზაქციები, მთელი ქართული ფინანსური სექტორი სანქციების ქვეშ მოექცევა. რუსული ინტერესების გატარებაა, როდესაც არ აშენებ ანაკლიის პორტს, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი არის იმ ღრმაწყლოვანი პორტების კონკურენტი, რომელიც რუსეთს აქვს. რუსული ინტერესების გატარებაა, როცა რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს არ უწყვეტ საქართველოს მოქალაქეობას; რუსული ინტერესების გატარებაა, როცა თავს ესხმი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაღაც ომში ადანაშაულებ და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ 12 -პუნქტიანი რეფორმები გაატარო და მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველას გაქვთ მარტივი არჩევანი, ან დგახართ ძლიერ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან ერთად ევროკავშირის მხარეს ან დგახართ რუსეთის მხარეს. მივმართავ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ყველას, გაემიჯნეთ ჯაშუშ ფარცხალაძეს, რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ანტიქართულ ქმედებებს საქართველოში, გადადით ხალხის მხარეს. საქართველოს ისტორიაში ადამიანები, ვინც რუსეთთან თანამშრომლობდნენ, არასდროს დაფასებულები არ ყოფილან და ვერც ვერასდროს მოხდება. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მოვიყვანთ ევროკავშირს საქართველოში და ავაშენებთ ძლიერ, ერთიან საქართველოს, სადაც ემიგრანტებიც დაბრუნებიდან და ღირსეულადაც ვიცხოვრებთ ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიტანთ გამარჯვების გოლს!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024