პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი? ხელი რომ აწიოთ, იცოდეს ქართველმა ხალხმა თქვენი მორალური და პოლიტიკური ღირებულებები

მე ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ბოტასების ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი? თუ შეიძლება ხელი რომ აწიოთ, იცოდეს ქართველმა ხალხმა თქვენი მორალური და პოლიტიკური ღირებულებები, - ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ პარტიას პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მან მმართველი ძალა ორმაგი სტანდარტის ქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე დარდობს, თუმცა უკრაინაში მებრძოლი ქართველი გმირების უდანაშაულობის პრეზუმფციას თავად არღვევენ.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვგულისხმობ ფარცხალაძეს და რუსულ ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებულ სკანდალს. “ქართულმა ოცნებამ” ისაუბრა ყველაფერზე, გარდა ამ სკანდალისა, ჯაშუშურ ქსელთან დაკავშირებით რა ხდება, გამოძიება რა ეტაპზეა, რას აპირებენ, როგორ აპირებენ ფარცხალაძესთან გამიჯვნას - მეგონა, ამას მოვისმენდი ან მინიმუმ, დადუმდებოდით მაინც, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ ერთგვარი დაცვის კამპანია რუსული ჯაშუშური ქსელის ფარცხალაძის ხელმძღვანელობით. პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ თქვა, რომ კაცური კაცია- თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ვსვამ კითხვას, ადამიანი რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ბოტასების ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი? თუ შეიძლება ხელი რომ აწიოთ, მაინტერესებს „ქართულ ოცნებაში“ რომელი თვლით, რომ ფარცხალაძე არის მაგარი კაცი? იცოდეს ქართველმა ხალხმა თქვენი მორალური და პოლიტიკური ღირებულებები, მაგრამ ვერ გაბედავთ, იმიტომ, რომ გეშინიათ ქართველი ხალხისა და მისი რეაქციის, რომ რუსი ჯაშუში ვერასდროს ვერ იქნება ავტორიტეტი საქართველოში. ირაკლი კობახიძემ, მაგალითად, თქვა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა თურმე ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ აქეთ „ქართული ოცნება“ არ ერიდება ჩვენი გმირი ბიჭების, უკრაინაში ვინც იბრძვიან, იმათთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. მამუკა მამულაშვილი ყოფილა თურმე დამნაშავე და არეულობის მოწყობა უნდა თურმე საქართველოში. ორმაგი სტანდარტი- ჯაშუში ფარცხალაძე ყოფილა ავტორიტეტი, ფარცხალაძე ყოფილა თურმე საქართველოს აღმშენებელი და ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში იცავენ საქართველოს, თურმე იმათ უნდა არეულობა საქართველოში. ეს არის თქვენი სტანდარტი და როცა გელაპარაკებით, რომ რუსულ საქმეს აკეთებთ, უნდა მიიღოთ, რომ რუსულ საქმეს აკეთებთ და გაემიჯნეთ დროზე, ჯერ კიდევ არის დრო!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან სხდომაზე „ხალხის ძალასაც“ მიმართა და მათ „საქართველოს პარლამენტში ფარცხალაძის ფილიალი უწოდა.

„ხალხის ძალა“ საერთოდ ხმას როგორ იღებთ?! ამერიკის შეერთებული შტატები, პუტინივით, გამოაცხადეთ არეულობის და ქაოსის შემომტანად მსოფლიოში. დღევანდელი განცხადებაა თქვენი ასეთი. თქვენ საერთოდ, მე მგონი, ფარცხალაძის ფილიალი ხართ საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. იმიტომ, რომ მესიჯებს, რომლებსაც აჟღერებთ, არის რუსეთის ФСБ-ში დაწერილი. მაგიტომ ხართ აქ, ეგ არის თქვენი ფუნქცია, რომ ერთი ღია რუსული ფრაქცია უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში და თქვენ ხართ, სამწუხაროდ, ეს რუსული ფრაქცია საქართველოს პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. თქვენისთანა ხალხის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე და ნახავთ ამ პერიოდს!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო