საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2023 წლის მესამე სხდომა გაიმართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და თემის მიერ შემოტანილი 19 საკითხი განიხილა.
მათივე ცნობით, კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 9 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 7, უარი ეთქვა 2 საკითხზე, სომხური თემის მიერ წარმოდგენილი 9 საკითხიდან კი დადებითად გადაწყდა 9 საკითხი.