სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ დამფუძნებლები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის" ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებს იდეის მხარდამჭერები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის მნიშვნელობას და განხორციელების გზებს. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ იდეის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

„შინ მომავლისთვის“ უკვე სამი თვეა მუშაობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციისა და/ასევე უკონტროლო მიგრაციის პრობლემებზე, რითაც გარკვეულწილად პასუხობს ევროკავშირის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - განვითარებადი ქვეყნების ინტელექტუალური რესურსით დაცლის საკითხს, რაც „ტვინების გადინების“ /Brain drain/ ტერმინით არის ცნობილი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პლატფორმაზე „შინ მომავლისთვის“ მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: იქმნება ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებული ქსელი, შესაბამისი დარგობრივი პანელებით. პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთის მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორეს მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

პლატფორმა ეხმარება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესში - სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციაში სთავაზობს რა სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში. ასევე, უწევს სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად.

უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის, ისტორიის და სამართლის შემსწავლელი სკოლა, სადაც 100-მდე სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულე რამდენიმე თვეა სწავლობს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა