საბა ბუაძე - სუს-ის განცხადება არის სრული პოლიტიკური ანტისანიტარია და სიბინძურე რა გადატრიალება? - როგორც ჩანს, მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს

სუს-ის განცხადება არის სრული პოლიტიკური ანტისანიტარია და სიბინძურე. რა გადატრიალება, რა სისულელეა ეს ყველაფერი?! - როგორც ჩანს, მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ცდილობენ, საზოგადოებრივ ლოგიკურ პროტესტს დაუპირისპირონ ეს სისულელე,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს" თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოში, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეაფასა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, განცხადებას კონკრეტული არგუმენტები უნდა მოჰყვებოდეს და არა ის სამარცხვინო ჭორაობა, რომელიც მოვისმინეთ.

„ეს არის სრული პოლიტიკური ანტისანიტარია და სიბინძურე. რა გადატრიალება, რა სისულელეა ეს ყველაფერი?!

უნდათ, რომ აღნიშნულზე კომენტარებით შეივსოს საზოგადოებრივი სივრცე, იმის ნაცვლად, რომ ფარცხალაძეზე ვისაუბროთ, ღარიბაშვილის ფრენებსა და აღვირახსნილ მმართველობის სტილზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ მმართავს ამ ქვეყანას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. არანაირი სანდოობა არ გააჩნია ამ სისულელეს, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ ფორმით გაუქმება და რეფორმირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს დაკავებულია კონკრეტული პარტიული ინტერესების გატარებით, პოლიტიკური ოპოზიციის დევნით, სხვა ფუნქცია მას არ გააჩნია. ამის დადასტურებაა ის, რომ 10 წლის განმავლობაში არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ. როგორც ჩანს, მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ცდილობენ, საზოგადოებრივ ლოგიკურ პროტესტს დაუპირისპირონ ეს სისულელე.

როდესაც ასეთი ტიპის ბრალდებებს აკეთებს, კონკრეტული არგუმენტები უნდა მოჰყვებოდეს და არა ის სამარცხვინო ჭორაობა, რომელიც მოვისმინეთ. თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს წარმოადგინონ ეს მტკიცებულება, ეჭვმიტანილი პირები დააკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიქმება იმ ჭორაობად და ფარცხალაძე-ღარიბაშვილის დანაშაულის გადაფარვის მცდელობად, რომელიც ნამდვილად არის“,- აღნიშნა ბუაძემ.

გარდა ამისა, საბა ბუაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრაზეც ისაუბრა. ის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად. როგორც ბუაძემ განმარტა, „ქართული ოცნება“ ევროპული პერსპექტივის საბოტაჟს ეწევა და არ აქვს მოლოდინი, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს“.

„მთავარი ამოსავალი წერტილია ამ ხელისუფლების განწყობა, ისინი პირდაპირ „რუსულ ბანაკში“ არიან, პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან. პუტინის რუსეთის ინტერესებში არ შედის ის, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, შესაბამისად, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ პუტინის რუსეთის ინტერესები შესრულდეს“,- აღნიშნა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო