თეონა აქუბარდია - სანამ ბიუჯეტის პროექტი შემოვა პარლამენტში, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება გაეზარდოთ

სანამ „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში პირველად, რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გატარებაში ბატონი ფარცხალაძის უფლებებზეა გადაფარებული და სანამ ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გაკვეთილებს გვიკითხავს, ერთ საკითხს გამოვყოფ - მხოლოდ არჩევნებისთვის, სავარძლის შესანარჩუნებლად ხდება დაფინანსება იმ სეგმენტის, რომელიც არჩევნებისთვისაა აუცილებელი და წლებია, საბჭოთა რეპრესირებულებისთვის 7 ლარიანი დახმარება 44 ლარამდე არ გაზრდილა,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აქუბარდიამ საბჭოთა რეპრესირებულთა ოჯახის წვერების სოციალურ დახმარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან სულ 4 მილიონი ლარის გამოყოფაა საჭირო, რათა მათი დახმარება გაიზარდოს.

„სანამ „ქართული ოცნება“ გადაფარებულია საქართველოს ისტორიაში პირველად რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესების გატარებაში ბატონი ფარცხალაძის უფლებებზე; სანამ ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის გაკვეთილებს გვიკითხავს მთელ მოსახლეობას და თურმე, ეროვნულ ბანკს შემოწყრა, რადგან სანქციები დაადეს სანქცირებულ პირს; სანამ სუს-ი ნაცვლად იმისა, რომ საქართველოზე რუსეთთან კავშირებში გაცხადებული პირის მავნე გავლენებს იძიებდეს და ამ მოცემულობაში „საბურავების რევოლუციის“ ანონსების გაგრძელებას ვხედავთ, მინდა, ერთი საკითხი გამოვყო: ალბათ, წარმოუდგენელია, მაგრამ როდესაც პრემიერი, ქალაქის მერი ჩარტერული რეისით პირადი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფოს ბორტს, საბჭოთა რეპრესირებულებისთვის სოციალური დახმარება 7 ლარია. წარმოიდგინეთ, 7 ლარი, რომელიც 2006 წლიდან არ შეცვლილა და მოცემულობაში გაუარესდა, რადგან ამ მოქალაქეებზე არც სოციალური და არც ტრანსპორტის კუთხით შეღავათები არ მოქმედებს. იცით, რა მძიმე რეპრესიები გამოიარეს. გუშინ დამიკავშირდა ქალბატონი, რომელიც 88 წლისაა. ის უყურებს პარლამენტის სხდომებს და ელოდება, იქნება თუ არა მისთვის 7 ლარიდან 44 ლარამდე გაზრდილი დახმარება, რომელიც მას, როგორც რეპრესირებულების ოჯახის წევრს, ეკუთვნის. ვხედავთ, რომ მხოლოდ არჩევნებისთვის, სავარძლის შესანარჩუნებლად ხდება დაფინანსება სეგმენტის, რომელიც არჩევნებისთვისაა აუცილებელი. ამ მოცემულობაში წლებია, 7 ლარიანი დახმარება 44 ლარამდე არ გაზრდილა. საუბარია 4 მილიონზე. სულ 4 მილიონია საჭირო, რომ 9 ათასამდე მოქალაქეს 44 ლარამდე გაეზარდოს დახმარება. ეს იქნება ამ ადამიანებისთვის გარკვეული დაფასება სახელმწიფოს მხრიდან.

სანამ ბიუჯეტის პროექტი შემოვა პარლამენტში განსახილველად, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება 7-დან 44 ლარამდე გაეზარდოთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო