რატი იონათამიშვილი - სპეციალურმა მომხსენებელმა მაღალ დონეზე შეაფასა შშმ პირთა უფლებების გასამტკიცებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური მომხსენებელ, ჯერარდ ქვინის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მისი მხრიდან ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შშმ პირთა უფლებების გასამტკიცებლად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილმა თავის გამოსვლაში სპეციალური მომხსენებლის, ჯერარდ ქვინის, რომელიც ამავდროულად, გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ვიზიტი შეაფასა.

„ბატონმა ჯერარდმა ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება შშმ პირთა სოციალურ მოდელზე გადასვლისთვის დგამს, დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ის კანონი, რომელიც შშმ პირთა უფლებების შესახებ 2020 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისადმი, სადაც პრიორიტეტულია შშმ პირთა უფლებები და ეს ორმაგად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ გამოწვევების ნათლად დანახვის უნარი ინკლუზიური საზოგადოების მიზნის მისაღწევად, ქვეყნის პოტენციალზე მეტყველებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს არის დამატებითი მოტივაცია და სტიმული იმისთვის, რომ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით იმუშაოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა შშმ პირთა უფლებების განსამტკიცებლად. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნულ პროცესებში განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის როლი.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა