ალეკო ელისაშვილი - სუს-მა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ არის ჯაშუში და ვინ არა - ან უნდა გამოსულიყო და მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო ან თვითონ გამოევლინა და მანამდე დაეჭირა

სუს-ი არის სამსახური, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ არის ჯაშუში და ვინ არა. სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ან უნდა მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის - ვის აბრალებთ, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო?! ან მანამდე უნდა დაეჭირა და თვითონ გამოევლინა ეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იყოს.

„ამერიკელებმა გვითხრეს ფარცხალაძეზე, რომ ეგ კაცი არის ვიგინდარა, საქართველოს მოღალატეო. სხვა ქვეყნის ჯაშუშობა, ნებისმიერი ქვეყნის ჯაშუშობა და აგენტობა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მოღალატეობას, მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშობა და მისი სპეცსამსახურის. მგონი იცით, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია და მისი სპეცსამსახურის აგენტობა არის სამშობლოს მოღალატეობა. ამ დროს გამოდის სუს-ი და აკეთებს უაღრესად სამარცხვინო განცხადებას, რომ მტკიცებულებები მოგვეცითო. ერთი პატრიოტი კაცი მაინც როგორ არ მუშაობს ან კონტრდაზვერვაში ან სუს-ში, რომ ეთქვა, ასეთ რამეს მაინც ნუ იძახითო. სუს-ი არის სამსახური, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს ვინ არის ჯაშუში და ვინ არა. სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ან უნდა მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის - ვის აბრალებთ, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო?! ან მანამდე უნდა დაეჭირა და თვითონ გამოევლინა ეს. ჩვენ რომ დაგვდევდეს და გვიღებდეს ვინ სად დადის, ამისთვის კი არ არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იყოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ