ქეთევან თურაზაშვილი - პენსიონერებს არავინ ჰკითხა, უნდოდათ თუ არა კაბალური პირობებით სესხების გადავადება - ისინი მოტყუებულები და შეცდომაში შეყვანილები არიან, ამიტომ სესხი უნდა გაუნულდეთ

პენსიონერებს არავინ აუხსნა და ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ასეთი კაბალური პირობებით სესხების გადავადება... ისინი მოტყუებულები და შეცდომაში შეყვანილები არიან, ამიტომ ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი უნდა გაუნულდეს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ პენსიონერების შესახებ, რომლებსაც ბანკმა პანდემიის დროს, საშეღავათო პერიოდის სანაცვლოდ, სესხის ვადა გაუზარდა.

დეპუტატის თქმით, სახელმწიფომ უნდა მოძებნოს გზები, რომ სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნების პრეცედენტი ყველა პენსიონერზე ავტომატურად გავრცელდეს.

„მინდა ჩემი დრო გამოვიყენო ისევ და ისევ პენსიონერებზე და მათ დაუსრულებელ სესხებზე სასაუბროდ. მათ პრობლემებზე მუშაობას არ შევწყვეტ და გავაგრძელებ მათ დახმარებას, როგორც შემიძლია, იქამდე, სანამ სახელმწიფო არ მიხვდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს იმ ადამიანების ჩაგვრა და დაცინვა, რომლებსაც ყველაზე დიდი ამაგი აქვთ გაწეული. კიდევ ვიმეორებ, მათ არავინ აუხსნა და ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ასეთი კაბალური პირობებით სესხების გადავადება... ისინი მოტყუებულები და შეცდომაში შეყვანილები არიან. ამიტომ, ყველა მოტყუებულ პენსიონერს სესხი უნდა გაუნულდეს. როდესაც სახეზეა სესხის განულების პრეცედენტი, რომელიც ჩვენი, „მოქალაქეების“ პოლიტიკური ჯგუფის მუშაობის შედეგია, რატომ არ ეძებს სახელმწიფო გზებს, რომ ბატონი ვანოს, ქალბატონი დარეჯანის და კიდე სხვა პენსიონერების მაგალითზე, ავტომატურად გავრცელდეს ეს შემთხვევა ყველა პენსიონერზე და მათაც გაუნულდეთ სესხები. თუ სიტყვა განულება არ მოგწონთ, მაშინ დაუკორექტირეთ, მთავარია, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უსამართლო ხარკისგან და მათ ეს კაბალური სესხები აღარ ჰქონდეთ“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა