თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა