ანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“ - არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თქვენთვის - აქ სუს-ის ხელმძღვანელი უნდა იდგეს და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს, ან ხსნიდეს, რაშია საქმე

არ გამოვა ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს საკითხი თქვენთვის - აქ უნდა იდგეს სუს-ის ხელმძღვანელი და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს, ან ხსნიდეს, რაშია საქმე, სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების თავზარდამცემმა ამბავმა „ქართული ოცნება“ იმ კალაპოტიდანაც კი ამოაგდო, რომელშიც აქამდე თავს ხელოვნურად იმაგრებდა.

„მსგავს ამბებზე აქამდე იმას მაინც ამბობდით, რომ გამოძიება დაიწყება და გამოძიებას დაელოდეთო, ახლა გამოძიება დაიწყებაო, ამასაც კი არ ამბობთ, პირდაპირ, უაპელაციოდ „კაგებეს“ აგენტს იცავთ. აგენტები აგენტებს იცავენ, ასეთია ზოგადად დაუწერელი კანონი და ამ კუთხით ერთგულება დაგიფასდებათ გგონიათ, მაგრამ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ არ გეგონოთ, რომ ამ ქვეყნის ნაძარცვი ფულით შეძლებთ, რომ დატოვოთ ეს ქვეყანა და მერე მშვიდად იცხოვროთ ევროპაში ან ამერიკაში - არ გამოვა ეს! ამის იმედად ნუ იქნებით! ისე, ძალიან მაინტერესებს უსაფრთხოების სამსახურის დაბარებას თუ აპირებს კომიტეტი, რომელსაც ამის უფლებამოსილება აქვს? მახსოვს ძალიან კარგად, ამ მოწვევის პარლამენტმა სუს-ს გაუზარდა უფლებამოსილებები თვალთვალის, მოსმენისა და მიყურადების ნაწილში და მაშინ არგუმენტი იყო, რომ მძიმე დანაშაულებსა და ქვეყნის ინტერესების დანგრევას ვერ ებრძვისო სუს-ი და მეტი უფლებამოსილებები სჭირდებაო. თქვენ მიეცით ამ კანონს ხმა! ამისთვის მიეცით, რომ ეძინოს უსაფრთხოების სამსახურს? აქ უნდა იდგეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ან გადადგომის განცხადებას გვაბარებდეს ან ხსნიდეს რაშია საქმე, სძინავთ თუ თანამონაწილეობენ „კაგებესთან“ ერთად საქართველოში გავლენების მოხდენაში. მაგრამ, როგორც ჩანს, არ გაქვთ გამბედაობა, რომ ეს ამბავი მოიკითხოთ და არც გსურთ, იმიტომ, რომ საკუთარ კუდს ხომ არ დასჯით, საკუთარ თავებს ხომ არ დასჯით. ეს სქემა მაინც გაიშიფრება, არ გქონდეთ მოლოდინი, რომ ვინმეს თანამონაწილეობა და ვინმეს თანამზრახველობა ღალატში დაიფარება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს