Hotsale.ge ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია

Hotsale.ge ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონის პარტნიორია. კლასიკური მუსიკის ფესტივალი საიუბილეო სეზონს 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე აღნიშნავს.

9 დღის განმავლობაში ბათუმი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის მთავარი მიმართულება გახდება. ფესტივალის ფარგლებში როგორც მუსიკოსებისთვის, ისე მსმენელებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანია და შემსრულებლებს 5 ქვეყნიდან მასპინძლობს. ცნობილი ხელოვანები გაერთიანდებიან უნივერსალური ღირებულებების ირგვლივ სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს, რაც განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილება იქნება ახალგაზრდა ტალანტებისთვის.

ღონისძიების პარტნიორი Hotsale.ge კი ტრადიციულად, სტუმრებს ბევრ საინტერესო სიურპრიზს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდ „ლირას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და საქართველოს სახელმწიფო მხარდაჭერით იმართება.

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge კი აგრძელებს როგორც ხელოვნების, ისე სხვა სფეროების მხარდაჭერას და მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო სიახლეებს.

ფესტივალის შესახებ მეტი ვრცლად: https://batumimusicfest.ge/

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება